вторник, 25 ноября 2008 г.

ჩვენი 2 ხე :)


პირველი შეხედვიდან თითქოს უბრალო ხე. მაგრამ სინამდვილეში ამ ხეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირადად ჩემთვის...ეს ხე მდებარეობს მცხეთასთან ახლოს... შიომღვიმისკენ მიმავალ გზაზე..ერთ ერთ პატარა მთაზე. მიყრუებულ ადგილას.
სურათზე სამწუხაროდ არ ჩანს,მაგრამ მეორე მხრიდან რომ შეხედოთ დაინახავთ რომ სინამდვილეში ეს 2 ხეა. უბრალოდ ერთმანეთში გადაჯაჭვული.. ისინი ისე "ეხვევიან" ერთმანეთს რომ შუაში გულის ფორმის სივრცე რჩება..
მცხეთაში წავედით 5 აპრილს.. საკმაოდ ციოდა. ყველა შემთხვევაში მე თბილი ჯემპრი და ჯინსის კუკმა მქონდა ჩაცმული.გადავწყვიტეთ შიო მღვიმეში ფეხით ავსულვიყავით. ნუ ახლა სადღაც 12 კილომეტრი კია ფეხით სასიარულო (ასე აღნიშნული იყო საგზაო ნიშანზე).. წავედით.. საათნახევარში საკმაოდ დავიგალეთ (აბა სულ აღმართი და დაღმართი იყო). თან კიდევ კარგი რომ ქარი იყო, თორე მაგრა დაგვცხებოდა. ამიტო სიგრილეშI ვაგრძელებდით გზას. საგზაო ნიშანი შეგვეშალა და ავედით რომელიღაც პატარა მიყრუებულ გორაკზე. (მთელ ქართლში პატარა მთებზე განთავსებულია სამერკლოები თU პატარა ეკლესიები, მოკლედ არ ვიცი).. ნამდვილად იქ ადამიანი უკვე რამდენიმე ათეული წლის განამვლობაში არ ყოფილა ასული.. თან მაგარი ქარი იყო... და ირგვლივ ყველა ხე გადამწვარი იყო (ალბატ ზაფხულში ხანძრის გამო)..ხოდა მტაზე რომ ავედით იქ იდგა ზუსტად ეს ხე..და სასწაული ის იყო რომ წესით ამ გორაკზე პირიქით უფრო მაგარი ქარი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან გაშლილი მდელოსავით იყო.. მაგრამ იყო სიმშვიდე, სიტყნარე და სითბო. არც ქარი და არც არაფერი.. გამიკვირდა... იქ 1 საათი გავატარეთ..ისეთი სიტბო იყო რომ წამოვწექით ბაალხზე და ვისვენებდით..
ამ ხემ გაგვაოცა.. ისეთი ჩთაბეჭდილება შემექმნა თითქოს ეს 2 ხე შეყვარებულები იყვნენ და სამუდამოდ ერთად დარჩნენ ამ სიწყნარეში და სიმშვიდეში..შემშურდა :(... ერტადერთი ხე იყო რომელიც იმ გორაკზე ხანძარს გადაურჩა
1 საათში უკან წამოვედით და როგორც კი დავიწყეთ ქვევით ჩასვლა მაშინვე ამოვარდა ქარი (!!!)... სამქუხაროდ არც საჭმელი და არც სასმელი არ გვქონდა თან, თორე აუცილებლად იქ გავათენებდით ღამეს...
ჩვენ პირობა მივეცით ერთმანეთს რომ აუცილებლად კიდევ მოვინახულებდით ჩვენ 2 ხეს :)



волшебный день...




Я тебя люблю....

სასაცილო სტატუსები ( რუსულად რა :P )